გერგეთამდე სტიქიით დაზიანებულ მისასვლელი გზის მონაკვეთზე აღდენითი სამუშაოები დაიწყო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამებისეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა გზის საფარი.
როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტექნიკურმა სამსახურებმა ოპერატიულად მოინახულეს ობიექტი და სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დასახეს.
ამ დროისათვის, უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში დაიწყება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდანხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება. პრობლემის აღმოფხვრას წინასწარი შეფასებით 1,5-2 თვე დასჭირდება.
პროექტისახელმწიფობიუჯეტიდანდაფინანსდადამისიღირებულება 7 793 854 ლარია. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.
Commersant.ge