ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 7,8 მლნ ლარი უჯდება
21 სექტემბერი, 2017

გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი გზის მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7,8 მლნ-მდე ლარია.

სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.

სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.