ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გერმანელი ექსტრემალები ბახმაროს შესახებ ვიდეოს ავრცელებენ
28 ნოემბერი, 2017

ბახმაროს კადრები გერმანელი ექტრემალებისა და ბლოგერების ობიექტივში უკვე მეორედ მოხვდა. ისინი მთელ მსოფლიოში დადიან და მთის კურორტებს იღებენ.

ექსტრემალთა ჯგუფის წევრებს გეგმაში ჰქონდათ ბახმაროში ერთი კვირა გაეტარებინათ, საბოლოოდ კი კურორტის გადასაღებად და გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ ოთხი კვირა დარჩნენ.

„ნამდვილი თავგადასავლები კომპიუტერის და სატელევიზიო ეკრანების წინ ვირტუალური გამოცდილებით შეიცვლა. ზამთრის ლანდშაფტები არაჩვეულებრივი სილამაზით. ასეთი ადგილია კურორტი ბახმაროც. კავკასიაში 2 000 მეტრის სიმაღლეზე. სოფელი, რომელიც საოცარი მდებარეობის გამო ყოველ წელს ზამთრის ღრმა ძილში იძირება. ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით ერთადერთი ტრანსპორტი მძიმე ტექნიკაა, რომელსაც 15-კილომეტრიან უღელტეხლზე გადაადგილება შეუძლია.

კავკასიის ამ ზამთრის სამოთხეში გელით სიმარტივე, თავისუფლება და ჭეშმარიტი სილამაზე“, - წერენ ექსტრემალები და ვიდეოს ავრცელებენ.




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.