გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ff.k Public Relations განახორციელებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ff.k Public Relations უხელმძღვანელებს.
კამპანიის ფარგლებში, 2022 წელს, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
აღნიშნული ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი გერმანიის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდაა.
გერმანულ მარკეტინგულ კამპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს.
გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2021 წელს, ექსპორტირებული იყო 900 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 18%-ითაა გაზრდილი.
ფოტო: ffk-pr.com
business-partner.ge