ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გერმანული ინვესტიციით მცხეთაში მაღალი კლასის ბუტიკის ტიპის სასტუმრო აშენდება
30 ოქტომბერი, 2015

გერმანული ინვესტიციით მცხეთაში მაღალი კლასის ბუტიკის ტიპის სასტუმრო აშენდება. როგორც „კომერსანტს" პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრანდე გრუპ ჯორჯია"-ს დირექტორმა, კონსტანტინე მორგოშიამ განუცხადა, სასტუმრო მცხეთის კერამიკის სკოლის ყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის განსახორციელებლად კი დაახლოებით 20-30 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სასტუმროში 80 ნომერი, ორდონიანი პარკინგი, ღია და დახურული საცურაო აუზი, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და კაფე განთავსდება. მორგოშიას ინფორმაციით, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სასტუმროში კაზინო არ განთავსდება, ამის მიზეზად კი აცხადებენ, რომ მცხეთაში სამორინეს გახსნა დაუშვებელია.

კომპანიის დირექტორის განცხადებითვე, ჯერჯერობით უცნობია ვინ აიღებს სასტუმროს მართვას, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.


ბუტიკის ტიპის სასტუმრო ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი და იქ განთავსების ღირებულეა 100 დოლარიდან დაიწყება.


პროექტის განხორციელება მას შემდეგ დაიწყება, რაც კომპანია პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუთანხმებს. მომდევნო ეტაპზე ტერიტორიაზე კერამიკის სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : მარიამ გეგეჭკორი

ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.