ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Giardian: ქართული სუფრა ევროპელი კულინარიული ბლოგერებისთვის ერთერთი საუკეთესო გასტრონომიული თავგადასავალი აღმოჩნდა
10 სექტემბერი, 2019

სრული ზეიმი საქართველოში – ასე მოიხსენიებენ ევროპელი კულინარიის თემით დაინტერესებული მწერლები ქართულ სუფრას და ცნობილ გამოცემა Guardian-ში აღწერენ ქართული კერძებით მიღებულ დაუვიწყარ გამოცდილებას. ევროპელი მოგზაურებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ქართული სუფრის სრულად გასაცნობად  Baia’ wine/ბაიას ღვინო აღმოჩნდა, რომელიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობს.

„ქართული „სუფრა“ იწყება მაშინ, როდესაც შენს წინ უამრავი სახლში დამზადებული კერძი იშლება. კერძები შეხამებულია ადგილობრივ ღვინოსთან, რომელსაც ბაია თავად ამზადებს.  ის მესამე თაობის მეღვინეა , რომელმაც 2015 წელს თავისი ღვინის წარმოება დაიწყო. აღსანიშნავია,  რომ 22 წლის გოგონა 8000 წლის წინანდელ ტექნოლოგიას იყენებს ღვინის დასამზადებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ხაჭაპურზე (ყველიანი ცომი) , სოფლის ქათამზე, რომელიც ტყემალში  მზადდება, ლობიოსა და ბაჟეზე (საქართველოში ცნობილი ნიგვზის საწებელი),   თითებს ჩაიკვნეტთ და აფეთქებისთვის იქნებით მზად. ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა.“- ნათქვამია Guardian-ის სტატიაში.

ფესტივალები და გამოფენები, სენდვიჩები და ზღვის პროდუქტები … კულინარიის  თემით დაინტერესებულმა  მწერლებმა მსოფლიოს მასშტაბით ფავორიტი სამზარეულოები და კერძები გააერთიანეს.

სიაში პირველ ადგილს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ყოველწლიური შემოდგომის ხილის ფესტივალი იკავებს . Fuente de las Batallas fountain ქალაქის ცენტრში ივსება ხილით სავსე დახლებითა და ადგილობრივი ფერმერებით. აქაური ბროწეული და კენკრა სექტემბრის დასაწყისში სხვა სეზონურ ხილთან ფესტივალის ფარგლებში უხვად იყიდება.

ასევე საუბარია საფრანგეთის ქალაქ ნიმესის ბარ რესტორანზე, სადაც მენიუ ყოველდღე იცვლება. შეფმა ემანუელ ლებლემ 25-ადგილიანი ბარი 2015 წელს გახსნა. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი პროდუქტებით რესტორმანმა რამდენიმე კერძი კლასიკად აქცია და კულინარიული ბლოგერების მოწონებაც დაიმსახურა.

Miranda do Dour – ის კერძების ფესტივალი პორტუგალიაში, ხამანწკების საფარი დანიაში, ნაყინის ფანტასტიკის სამყარო ესპანეთში, ლუდი და ხამანწკები ირლანდიაში, არქტიკული კიბორჩხალები ნორვეგიიდან, კულინარიის გაკვეთილები ტოსკანაში – ეს ყველაფერი ევროპის დამახასიათებელ მთავარ გასტრონომიულ ღირსებებად დასახელდა, რა თქმა უნდა ქართულ სუფრასთან ერთად, რომელიც საპატიო მესამე ადგილს იკავებს.

TheGuardian.com

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.