ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიდების ასოციაცია: მოთხოვნა გაიზარდა, თითქმის ყველა გიდი დასაქმებულია
23 თებერვალი, 2023

თებერვლის თვისთვის დამახასიათებელი ჩავარდნის შემდეგ გიდებზე მოთხოვნა იზრდება და ამ ეტაპზე თითქმის ყველა გიდი დასაქმებულია.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ქეთი  მელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, გიდებზე მოთხოვნა იზრდება.

მელაძის თქმით, მაღალია მოთხოვნა რუსი ტურისტების მხრიდან, თუმცა ასევე ბევრია ევროპელი ტურისტი და ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მანამდე არ იყო დამახასიათებელი საქართველოსთვის, მაგალითად ასეთია ფილიპინები.

„გიდების მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში იზრდება შეძლებული ტურისტების რაოდენობა, რადგან გიდზე მოთხოვნა კულტურული, ფინანსურად შეძლებული ტურისტების მხრიდან მოდის.“ - აღნიშნა ქეთი მელაძემ.

მისი თქმით, გიდების მომსახურების ღირებულება 150 ლარიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 თებერვალს, ტურისტული გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. პროფესიულ დღესთან ერთად, საქართველოს გიდების ასოციაცია დაარსების და აქტიური საქმიანობის 13 წელს აღნიშნავს. 

ამ დღესთან დაკავშირებით გიდების ასოციაციამ წიგნის „თბლისის გიდი“ პრეზენტაცია გამართა.

business-partner.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.