ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი დღესასწაული მოუწყო Gino Wellness Mtskheta-მ წყვილებს ვალენტინობის დღეს
04 მარტი, 2019

შეყვარებული წყვილისთვის ყველა დღე სიყვარულისააო კი ამბობენ, თუმცა მაინც არსებობს ისეთი დღეები, რომელიც გამორჩეულია და განსაკუთრებულად აღნიშვნასაც იმსახურებს.

ამ განსაკუთრებულ დღეებს შორის ვალენტინობაც მოიაზრება, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის საქართველოშიც.

საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება დაიგეგმა სხვადასხვა ადგილებში, თუმცა ჩვენ როგორც ყოველთვის, გამორჩეულ შემოთავაზებაზე მოგიყვებით. გიამბობთ, თუ როგორ ჯადოსნურ გარემოში გაატარეს Gino Wellness Mtskheta-ს სტუმრებმა ეს დღე.

14 თებერვალს, Gino Wellness Mtskheta-მ შეყვარებულ წყვილებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუწო.

რომანტიული ვახშამი რესტორნში „ტერასა“, საიდანაც მცხეთის ულამაზესი ხედები იშლება.

რესტორანმა სტუმრებს უგემრიელესი მენიუ შესთავაზა: ქათმის სტეიკი სოკოს სოუსით და პარმეზანით, გარნირით და ფიტნეს სალათით, საფირმო გამაგრილებელი სასმელი “ჯინო” და რაც მთავარია დესერტი.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ღვინის კომპანია „შუმის“ პროდუქცია დაეგემოვნებინათ და აგრეთვე მიეღოთ მათგან საჩუქრები.

გარემო რომ მეტად რომანტიული, მყუდრო და თან მხიარული ყოფილიყო ამაზე მომღერლებმა ვერიკო ტურაშვილმა, კახა კუხიანიძემ და თემო საჯაიამ იზრუნეს. რომლებმაც უამრავი ქართული თუ უცხოური ჰიტი შეასრულეს.

საღამოს სუპერ მხიარული წამყავნიც ჰყავდა, ყველასთვიც ცნობილი იურა გერგაული, რომელმაც უამრავი პრიზი გაათამაშა.

ჯინო ფერედაისი -აკვაპარკის ვაუჩერი 2 პერსონაზე, ჯინო ფერედაისი – სპა სივრცის ვაუჩერი 2 პერსონაზე, ჯინო ველნეს რაბათი – სასტუმროს ნომერი 2 პერსონაზე, ჯინო ველნეს მცხეთა – სასტუმროს ნომერი 2 პერსონაზე – ეს იმ საჩუქრების ჩამონათვალია, რომელიც გათამაშების გამარჯვებულებმა „ჯინო ჯგუფისგან“ მიიღეს.

უნდა ითქვას, რომ მათ ნამდვილად გაუმართლათ, რომ ასეთ კარგ გარემოში აღმოჩნდნენ და აგრეთვე ასეთი საჩუქრები მიიღეს.

ყველაფერთან ერთად Gino Wellness Mtskheta-მ სტუმრებს სასტუმროს ყველაზე მყუდრო და კომფორტული ნომრები შესთავაზა.

ჯამში, ვალენტინობის დღის გატარება ამ ჯადოსნურ გარემოში 2 პერსონას 199/219 ლარი დაუჯდა, რომელში სპა მომსახურება და საუზმეც შედიოდა, თუმცა ნომრის გარეშე, ტერასაზე ლიმიტირებული მაგიდა მხოლოდ 100 ლარიდან იწყებოდა.

გვინდა გითხრათ, რომ ადევნოთ Gino Wellness Mtskheta-ს შეთავაზებებს თვალ-ყური, რადგან ისინი მუდამ ცდილობენ სტუმრებზე ორიენტირებული გარემო შექმნან და ფასიც მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

თუ თქვენ ვალენტინობის დღე Gino Wellness Mtskheta-ში არ გაგიტარებიათ, აუცილებლად ესტუმრეთ მას, თუნდაც მომდევნო დღესასწაულზე და დარწმუნდით, რომ აქ ნებისმიერ დღეს ჯადოსნურად გიქცევენ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.