გიორგი ჩოგოვაძე: 10 სექტემბრიდან ვიზეარი ევროპის 6 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტი არამარტო ტურისტების მიღებას უზრუნველყოფდეს, არამედ იგი იქცეს დაბალბიუჯეტიანი ავიარეისების შეთავაზების ცენტრად იქცეს რეგიონში. რაც უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს, ჩვენ მეტი უპირატესობა გვექნება არამარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენს რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, მათ დავაინტერესებთ ქუთაისის ფრენებით,“- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ რადიო კომერსანტზე გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“.
გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს აეროპორტების პერსპექტივებზეც ისაუბრა.
“ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში მოვიწვიოთ და მოვიზიდოთ სხვადასხვა ავიაკომპანია, სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად, ვმონაწილეობთ სხვადასხვა საავიაციო ფორუმში. მათ შორის, ახლახანს ასეთი ფორუმი იტალიაში ჩატარდა , სადაც 250 აეროპორტის, 65 ავიაკომპანიის 600-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ჩვენ საშუალება გვქონდა წარგვედგინა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი და შევხვედროდით, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებსა და ჩვენს კოლეგებს. ეს არის ერთი დიდი სტრატეგიის ნაწილი, სტრატეგიის, რომელიც გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და მგზავრთ ნაკადების რაოდენობის გაზრდას. ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ჩვენი სამივე საერთაშორისო აეროპორტით დავაინტერესოთ ახალი ავიაკომპანიები და უკვე არსებულები დავაინტერესოთ რათა გაზარდონ სიხშირეები საქართველოში. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვთ, რომ ახალმა უკრაინულმა ავიაკომპანიამ ივნისის დასაწყისში დაიწყო ოპერირება უკრაინის ორი ქალაქის მიმართულები. ასევე, კომპანია ვიზეარმა უვკე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი და შესაბამისად, 10 სექტემბრიდან ვიზეარი იწყებს 6 მიმართულებით ფრენას. საერთო ჯამში 28 მიმართულებით იფრენს ვიზეარი.
მოგეხსენებათ, საქართველოს არ აქვს საზღვაო კავშირი, ძალიან მცირეა სარკინიგზო კავშირიც, იმისთვის, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს და ტურიზმი განვითარდეს საჭიროა ავიაციის განვითარება. იმისთვის, რომ ევროპასთან უფრო მეტად ვინტეგრირდეთ, საჭიროა მეტი პირდაპირი ავიამომისვლა არსებობდეს ევროპის ქალაქებთან.
პარალელურად, მგზავრთნაკადი, რა თქმა უნდა, იზრდება. 2018 წელის მონაცემებით სამივე აეროპორტში, 5 მილიონს გადააჭარბა 2019 წლის ბოლო ხუთ თვეში 12%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი თბილისში, ქუთაისში 69%-ით, ბათუმში კი 24%-ით. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტში დაწყებულია ტერმინალის გაფართოება. უკვე დასრულდა ტერმინალის სტრუქტურის მშენებლობა, გადახურვა და შეფუთვა. ძალიან მალე, 2020 წელს საშუალება გვექნება რომ თანამედროვე, ლამაზი და ფუნქციონალურად მნიშვნელოვანი აეროპორტით შევხვდეთ გაზრდილ მგზავრთა და ტურისტულ ნაკადს,“ – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.
commersant.ge