გიორგი უტიაშვილი: ახტალის სანატორიუმის რეაბილიტაცია ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ბალნეოლოგიური კურორტ “ახტალას“ დირექტორი გიორგი უტიაშვილი მიიჩნევს, რომ სანატორიუმის რეაბილიტაცია რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
უტიაშვილი knews-სთან აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ კურორტი მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს, რაც შემოსავალს გაზრდის.
სანატორიუმი 69 ნომერი ფუნქციონირებს და სეზონზე ახტალის სანატორიუმში 47 ადგილობრივი მუშაობს. უტიაშვილია ამბობს, რომ მოხარული იქნება თუ აუქციონის შემდეგ მათ სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდებათ.
2018 წლის საკურორტო სეზონი ბალნეოლოგიურ კურორტზე 15 მაისს გაიხსნა. სეზონის განმავლობაში კი სასტუმროს 15 ნომერი წინასწარ არის დაჯავშნული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში სს "კურორტ ახტალას" პროექტი აუქციონზე გაიტანა. პროექტის საწყისი ღირებულება 3 755 000 ლარია. აუქციონი 15 ივნისს დასრულდება.
www.travelingeorgia.ge