საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სტარტაპებs ტექნოპარკში უფასო სამუშაო სივრცეს სთავაზობს.
"შენი ოფისი ტექნოპარკში! სტარტაპების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე და 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ მიიღებენ იზოლირებულ სივრცეს, ისარგებლებენ მრავალი დამატებითი სერვისით და უახლესი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2024 წლის 16 თებერვალი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:,"-აღნიშნულია GITA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
bp.ge