ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გლდანის რაიონში წელს 30 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა
04 ოქტომბერი, 2018

გლდანის რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება. მესამე მიკრორაიონში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბეტონის ახალი საფარი, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების, როგორც მოწყობას, ასევე, არსებულის რეაბილიტაციას აქტიურად ვახორციელებთ. მოხარული ვართ, რომ ასეთ სივრცეებზე მოთხოვნა დიდია და ვცდილობთ, ბევრი გასართობი და სპორტული სივრცე შევქმნათ. ამასთანავე, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რეაბილიტირებულ სპორტულ მოედნებს მოუფრთხდილდნენ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გლდანის რაიონში წელს ჯამში, 30 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, კიდევ ერთ მისამართზე კი, სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.