ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გლდანს 4 თვეში ახალი პარკი ექნება - სამუშაოებს „ტაო“ ასრულებს
06 ივლისი, 2018

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. პარკში იგეგმება კალათბურთის მოედანის, ამფითეატრის, ძაღლების სასეირნო სივრცის, სავარჯიშო და საბავშვო მოედნების, სარწყავი სისტემის, საფეხმავლო და ველობილიკების მოეწყობა. განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.

„ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, აქ პარკი და ძალიან ლამაზი სივრცე არსებობდა, თუმცა დღეს, ყველაფერი გაუბედურებულია. მაშინ მოსახლეობას დავპირდი, რომ აქ ერთ-ერთი საუკეთესო პარკი მოეწყობოდა. ეს არა მხოლოდ მეექვსე მიკრორაიონელებისთვის, არამედ მთლიანად გლდანისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია. პარკი გამწვანდება და ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, მოეწყობა საკალათბურთო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. პარკში ასევე, ამბრის ხეებისგან ხეივანი მოეწყობა.

სამუშაოები, რომელსაც შპს „ტაო“ ასრულებს, დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.