გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება.
პროექტის განხორციელებაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და შესაბამისად პროექტის განხორციელება ხვალიდან დაიწყება.
მისი დასრულება დაახლოებით, ოთხ თვეში იგეგმება. მერი განმარტავს, რომ პარკის მოსაწყობად საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, დაახლოებით, 13 000 კვ. მეტრი.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო მოედანი, საბავშვო სათამაშო მოედანი, სარწყავი სისტემა, საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკები, ასევე მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.
www.travelingeorgia.ge