ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GO TOUR: ტურიტულ ტურებზე ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია
21 მარტი, 2023

მსოფლიო მასშტაბით ტურებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Go Tour-ის ხელმძვანელმა ნინო წიკლაურმა ისაუბრა.

როგორც Go Tour-ის ხელმძღვანელი აცხადებს, უკვე დაიგეგმა გაზაფხულის სეზონი და ახლა მიმდინარეობს ჯავშნების მიღება ზაფხულის მიმართულებებზე, რადგან ადრე დაგეგმვის შემთხვევაში ტური უფრო იაფი ჯდება.

„დიდი მოთხოვნაა გაზაფხულის ტურებზე სტამბოლის მიმართულებით, ვინაიდან ტიტების ფესტივალი იმართება და მომხმარებელს ძალიან მოსწონს ამ პერიოდში სტამბოლში ყოფნა.“-აღნიშნავს ნინო წიკლაური.

მისი ინფორმაციით, ასევე დიდი მოთხოვნაა ევროპის ქვეყნებზეც, რადგან აპრილი-მაისი ყველაზე კარგი პერიოდია ევროპაში წასასვლელად.

ყველაზე მოთხოვნად ტურებს შორის Go tour-ის ხელმძღვანელი, თურქეთის საზღვაო კურორტებს ასახელებს, როგორიცაა ანტალია, ბოდრუმი და კუშადასი. ასევე გაზრდილია მოთხოვნა ევროპის საზღვაო კურორტებზე, როგორიცაა მალტა, ხორვატია, პორტუგალია, ესპანეთი და იტალია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.