ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
22 ივნისი, 2018

გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. სამუშაოები 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთაში უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დასაქმებას მოიტანს.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.