ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოდერძიზე 100 მლნ ლარის 10 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება
03 აპრილი, 2018

აჭარის მთავრობა კურორტ გოდერძიზე ინვესტიციების ზრდას ელის. ამ დროისთვის კურორტზე 100 მლნ ლარის 10 საუინვესტიციო პროექტი ხორციელდება.

„კურორტზე ტურისტულთან ერთად ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საინვესტიციო პროცესები. კურორტი „გოდერძი“ ერთადერთი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, რომლის განვითარება განაშენიანების რეგულირების გეგმით მიმდინარეობს. “გოდერძიზე” მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, ჩვენი ეკონომიკური გათვალებით, უახლოეს 3 წელში 200 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, რაც 800 ახალ მუდმივ სამუშაო ადგილს და 1300 სასტუმრო ნომერს გულისხმობს“ - აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

რამაზ ბოლქვაძის თქმით, “გოდერძიმ” გასულ სეზონთან შედარებით ვიზიტორებისა და ტურისტების კიდევ უფრო მეტ რაოდენობას უმასპინძლა.

2016-2017 წლის სეზონთან შედარებით 2017-2018 წელს კურორტ “გოდერძიზე” დატვირთვის კოეფიციენტი 77,37%-ით ხოლო კაც-დღის რაოდენობა 47,8%-ით გაიზარდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.