ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კურორტ გოდერძიზე 13 კოტეჯი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება
17 იანვარი, 2019

2023 წლამდე ზამთრის კურორტ გოდერძიზე განახლებული ინფრასტრქტურა მოეწყობა. კურორტზე განთავსდება კოტეჯები, ლაუნჯები და საინფორმაციო ცენტრი. როგორც „კომერსანტს“ ბიზნესმენმა და პროექტების ხელმძღვანელმა ჯუმბერ ჭყონიამ განუცხადა, ის გოდერძის, როგორც ზამთრის კურორტის განვითარებით დაინეტრესებულია და მის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს.  

2023 წლამდე გოდერძიზე სამი ლაუნჯი საბაგიროებთან ახლოს მოეწყობა და ჯამში ის 4 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ამ ეტაპზე ლაუნჯების სახელწოდებას ჯუმბერ ჭყონია ვერ ასახელებს.

ბიზნესმენი ლაუნჯების გარდა კოტეჯების განთავსებასაც გეგმავს. ჭყონიამ კოტეჯების მშენებლობის ნებართვა  2018 წელს აუქციონის წესით დაახლოებით 3 მილიონ 8 ათას ლარად მიიღო და სამი წლის ვადაში გოდერძიზე 13 კოტეჯის განთავსება იგეგმება. გარდა კოტეჯებისა კომპანია ამ ეტაპზე გოდერძიზე უკვე 14 ნომრიან სასტუმროს და ტურისტულ კვების ობიექტს ფლობს.

მისი თქმით, გოდერძიზე სამომავლოდ მილიონი ლარის ღირებულების ახალი, დამატებითი ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, სადაც საპატრულო პოლიცია და სასწრაფო განთვასდება.

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.