ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოდერძიზე საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების თანამშრომელები ინგლისურში გადაამზადეს
19 ივნისი, 2018

უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით კურორტ გოდერძის  საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინგლისურ ენაში გადაამზადა.

მონაწილეებმა შეისწავლეს საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ.

„კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება  დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ განსაკუთრებით დადგა ენის შესწავლის აუცილებლობა. კურსის ძირითადი მიზანია  სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული მარტივი საკომუნიკაციო უნარებით აღვჭურვოთ ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე ინტენსიური შეხება აქვთ უცხოელ ტურისტებთან. ასევე, ვამზადებთ სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს CD-ის სახით, რომლებიც იქნება მორგებული სტუმარმასპინძლობის თემატიკაზე. ვიდეოგაკვეთილები საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი. პროექტი წელს პირველად დავიწყეთ, თუმცა მის გაგრძელებას ვგეგმავთ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებში.  ეს არ არის მხოლოდ ენის კურსები, ის ამავე დროს ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაცაა. კურორტ გოდერძზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის შენება, რაც იმას გარანტია, რომ რამდენიმე წელში კურორტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვიათერბის სკოლა“ ფარგლებში,  აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.