"რამდენიმე წელში გომისმთა გახდება ისეთივე მიმზიდველი კურორტი, როგორიც სხვა კურორტები ჩვენს რეგიონში", - ამის შესახებ გურიის ახალმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არამარტო გომისმთის, არამედ სხვა კურორტების განვითარება მისთვის პრიორიტეტულია.
„გვაქვს ძალიან შორსმიმავალი გეგმები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას და სრული ინფრასტრუქტურის შექმნას ყველა კურორტზე.
რაც შეეხება გომისმთას, იქ წელს უკვე ვამთავრებთ ერთ-ერთ ძალიან მნიშნელოვან პროექტს წყალმომარაგების კუთხით, სადაც იხარჯება ერთი მილიონი ლარი. ასევე, მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქმშენებლობის გეგმასთან დაკავშირებით. სამომავლოდ, იქ ვმუშაობთ, ელექტროენერგიის და გზის გაყვანაზე“,- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
გომისმთა - კურორტი ღრუბლებში (ფოტო)
www.bm.gehttp://www.bm.ge