გორის ავტობანზე, ურბნისში პირველი სწრაფი ელექტროდამტენი უკვე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-Space ავრცელებს.
სწრაფი დამტენი პირველად საქართველოში E-Space-სგან ურბნისში, SOCAR Georgia Petroleum-ის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. 50კვტ. სიმძლავრის სწრაფი დამტენი აღჭურვილია ორი სტანდარტის დამტენი კაბელით: CHAdeMO და CCS. ერთდროულად შესაძლებელია 2 ელექტრომობილის დამუხტვა თუ აღნიშნულ ელეტქრომობილებს აქვს განსხვავებული დამუხტვის პროტოკოლი, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
E-Space საქართველოში ელექტრომობილების დამტენების ქსელს ავითარებს. ამ დროისთვის მათ უკვე დაამონტაჟეს 30-მდე ქალაქის დამტენი და მომავალში მათი რიცხვის 100-მდე გაზრდას აპირებენ. სწრაფი დამტენების დამონტაჟებას კი მხოლოდ ავტობანზე გეგმავენ.
commersant.ge