„გორის დღე 2023“ 8 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობები და აქტივობები.
12:30 საათზე დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. გაიმართება „ლუდის ფესტივალი“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები და ატრაქციონები, ტურისტული კუთხე - „ჯიპ - ტური“.
გორის დღე 2023 “- ს გალა-კონცერტი დაასრულებს. კონცერტში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ „ქიმერა“, ადგილობრივი ბენდი SOFT WAVE და „მგზავრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
imedinews.ge