ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორში ერეკლეს აბანომ ახალი სიცოცხლე შეიძინა
10 მაისი, 2018

ათწლეულების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილმა ერეკლეს აბანომ ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ერეკლეს აბანო სპარსული სტილის ისტორიული ნაგებობაა, რომლის მშენებლობას მკვლევართა ნაწილი მე-17 საუკუნეს, ნაწილი კი მე-19 საუკუნეს უკავშირებს.

გორის მერიაში იმედოვნებენ, რომ ერეკლეს აბანო, რომლის რესტავრაციაც 2017 წელს განხორციელდა, უახლოეს მომავალში ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ან ტურისტულ ობიექტად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ ,,ევროპის დღეების“ ფარგლებში შენობის ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში გორელი მხატვრის კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კახაბერ თოფჩიშვილს გამოფენის, ხოლო შეკრებილ საზოგადოებას - ახალი კულტურული და ტურისტული ობიექტის გახსნა მიულოცა და მისთვის ახლებური დატვირთვის ერთობლივად მოფიქრება შესთავაზა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.