გორის მუნიციპალიტეტში ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასრუქტურა მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ველობილიკი, ტურისტული ავტო და ველო სადგომები, 3-4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.
პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტი პროექტს ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განახორციელებს. მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის გრანტი უკვე მოიპოვა. პროექტის ბიუჯეტი 2 100 000 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსება 300 000 ლარი.
პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების მიზნით, მათი უნარების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით.
www.travelingeorgia.ge