ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი - მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება
07 თებერვალი, 2018

გორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კომპლექსს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდასთრი“ აშენებს.

ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის დიდი დარბაზი 1 500, პატარა - 500 მაყურებელზეა გათვლილი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება არამარტო რეგიონალური და საქართველოს პირველობების, არამედ საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების გამართვაც ხელბურთში, ფრენბურთში, ძიუდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.

სპორტული კომპლექსის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სასახლის მიმდებარედ 1 ჰა ტერიტორიაზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც შიდა გზებისა და პარკინგის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, დეკორატიული განათებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. 

გარე სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 333 000 ლარით ფინანსდება. სპორტის სასახლის მშენებლობა კი უზრუნველყოფილია ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ბეჰლენის მიერ მოპოვებული გრძელვადიანი საკრედიტო რესურსით.

კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 10 000 000 აშშ დოლარი დაჯდა, რაც მთავრობამ 2021 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაფაროს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.