ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორში უსახური მშენებლობები სამშენებლო ფარდით დაიფარება
13 აპრილი, 2018

გორის მერია ტურისტულ სეზონთან შესახვედრად ემზადება. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახური შენობები სამშენებლო ფარდით დაიფარება.

როგორც მერიაში განმარტავენ, უსახური შენობების ფასადების სამშენებლო ფარდით დაფარვა დროებითი ღონისძიებაა და ამ შენობების რეაბილიტაცია/დემონტაჟამდე ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მიმართეს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შერჩეული უსახური შენობების სამშენებლო ფარდით დაფარვას კეთილმოწყობის სააგენტო უზრუნველყოფს. სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირის წინ უფლისციხის გზის პირას მდებარე ყოფილი ნავთობბაზის ნახევრადაშენებულ შენობაზე დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე ტერიტორიის დასუფთავებაც.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.