ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორში თაფლის კოოპერაციული ახალი საწარმო აშენდება
25 ივნისი, 2018

გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის კოოპერაციული ახალი საწარმო შენდება.

როგორც კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საწარმო მაღალი ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლის მიღებას შეძლებს და ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა ექნება.

მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე ქვეყანას აქვს პოტენციალი აწარმოოს მაღალი ხარისხის თაფლი. 

„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, ჩვენ მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, - განაცხადა დავითაშვილმა.

საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.