ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება
03 დეკემბერი, 2018

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „პოლატ იოლი და მაპა“-სთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც შემოვლითი გზის 14 კმ-იან მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

აღნიშნული პროექტი, გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან-ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა, საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ. რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული და ღირებულება 228 მილიონი ლარია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.