ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება
05 დეკემბერი, 2022

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება. 

მთლიანობაში 14.4 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას. 

"პროექტი საშუალებას მოგვცემს ტურისტული ზონების გვერდის ავლით ვიმგზავროთ ჩქაროსნული გზით უფრო მეტად კომფორტულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის სატრანზიტო გადაზიდვების და ტურისტულ ზონებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული გზა, ასევე, მოგვცემს შესაძლებლობას ბევრად უფრო სწრაფად მივიდეთ გურიაში არსებულ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტთან - ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზთან“, - განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას.

სამუშაოების მიმდინარეობას გურიის რწმუნებულთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გაეცნო.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.