ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გროზნო და თბილისი შესაძლოა პირდაპირი ავიარეისებით დაკავშირდნენ
12 ივლისი, 2023

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი რამზან ჩერხიგოვი Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს ედუარდ ტეპლიცკის შეხვდა.

„ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის რამზან ახმატოვის ძე კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ნაწილი, სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში“, – განაცხადა ჩერხიგოვმა.

როგორც რუსული მედია წერს, მან გამოთქვა რწმენა, რომ გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რესპუბლიკის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.