ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოოპერატივ „ალვანის“ ჩურჩხელა ნიდერლანდების ბაზარზე გავიდა
16 დეკემბერი, 2015

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში ქალთა კოოპერატივ „ალვანის“ მიერ წარმოებული 200 ცალი ნატურალური ჩურჩხელა ნიდერლანდების ბაზარზე გავიდა. ჩურჩხელის ღირებულება ერთი ევროა.

კოოპერატივის დამფუძნებლის ლია პაპიაშვილის განცხადებით, შეთავაზება ბელგიიდანაც მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლეს, რადგან დიდი რაოდენობის ჩურჩხელის დამზადებას არსებული პირობებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

ამ ეტაპზე კოოპერატივი „ალვანი“ სეზონზე 2-3 ათას ჩურჩხელას აწარმოებს, რომლის საცალო ფასი საქართველოში 2,5-დან 3 ლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, წარმოების გაზრდის შემთხვევაში, ჩურჩხელას გასაყიდად მაღაზიებშიც შეიტანენ.

ქალთა კოოპერატივი „ალვანი“ 2014 წელს დაარსდა „ომის ქვრივთა ასოციაციის“ წევრების მიერ. კოოპერატივმა მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის მხარდაჭერის სქემის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და შემოსავლების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი სტრუქტურის პოპულარიზაციის მეშვეობით.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.