კურორტი გუდაური ველოსა და მოტო მოყვარულებს ველო მარათონზე ეპატიჟება.
შეჯიბრი ველო და მოტო მოყვარულებისთვის 29-30 ივლისს გაიმართება.
გუდაურში ველო მარათონი 29 ივლისს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება. ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მარათონი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკების პოპულარიზაციას.
30 ივლისს მთის მოტოციკლეტების შეჯიბრი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით გაიმართება. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შეჯიბრის მიზანია ზაფხულში, კურორტის პოპულარიზაცია და ოთხ სეზონიანად გარდაქმნა.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გუდაურში ზაფხულის სეზონი 17 ივლისს გახსნა. საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში,11:00 – 17:00 საათამდე მუშაობს.
ქვეყნის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.
www.bpi.ge