ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაურის საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას „ბიურო ვერიტასი“ შეისწავლის
19 მარტი, 2018

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზებს ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასი“ შეისწავლის. „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები მდგომარეობის შესასწავლად გუდაურში გუშინ ჩავიდნენ.

მათი ექსპერტები პროკურატურის წარმომადგენლებს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს ხვდებიან. იქ იმყოფება ჩემი მოადგილე გენადი არველაძე.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ „ბიურო ვერიტასის“ მოწვევა, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა და კონკრეტული მიზეზები განმარტა:

„ბიურო ვერიტასი“ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია. ასევე მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაცია. 

ამ ფრანგულ საერთაშორისო კომპანიას აქვს სპეციალური ქვედანაყოფი საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე ავარიული შემთხვევების ექსპერტული გამოძიების;

კომპანია „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება;

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას;

„ბიურო ვერიტასს“ მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს.

„მთავრობა მიიჩნევს, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციასა და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.