განახლებული გუდაური დამსვენებელს სიურპრიზებით ელოდება.
ვისაც ზამთრის კურორტები გიყვართ და მოგენატრათ თხილამურებით სრიალი, თვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. 20 დეკემბერს, გუდაურში სეზონის გრანდიოზული გახსნა იგეგმება. კურორტი დამსვენებელს წელს განახლებული გზებით და უამრავი სიახლით ელოდება. გაგანიერდა და ქვებისგან გაიწმინდა სასრიალო გზები, რაც სრიალის მოყვარულებს აქამდე დიდ პრობლემას უქმნიდა. რაც მთავარია, თქენ უკვე აღარ მოგიწევთ ამინდზე იყოთ დამოკიდებული და ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ დატკბეთ სრიალით. წელს გუდაური და ბაკურიანი დამსვენებელს ხელოვნური გათოვლიანების სისტემით დახვდება. სახელმწიფომ ორივე კურორტის გათოვლიანებისთის 23 მილიონი ლარი გამოყო. პირველ ეტაპზე 8 მილიონი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში, სეზონის გახსნას, გუდაური გათოვლიანებული „პირველი“ სასრიალო ტრასით შეხვდება, 2015 წლის ბოლოს კი, ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა და „მინდვრი“-ს ტრასაზე გათოვლიანების სისტემის დამონტაჟება დასრულდება. წყლის პრობლემა დაბა გუდაურში წელს 20-40%-ით უკვე შემცირდება, ხოლო მომავალ წელს ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრილი იქნება. გარდა ამისა, კურორტზე ჩასულებს საინფორმაციო მონიტორები დაგხვდებათ, რაზეც ტემპერატურა და მანძილის შესახებ ინფორმაცია იქნება ნაჩვენები. გუდაურში წელს ახალი პოლიციის შენობა გაიხსნა და ის, რაც გუდაურში აქამდე ჯერ არასდროს ყოფილა – ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურად გუდაურის დამსვენებლებისთვის EMERGENCY-ს გახსნის. ასე, რომ შეგიძიათ ტრავმებზე უკვე ნაკლებად ინერვიულოთ. ნაკლები ნერვუულობა და რეკვა დაგჭირდებათ თბილისიდან გუდაურში გამგზავრების წინაც. განახლებული საიტი www.gudauri.com და აპლიკაია სმარტფონებისთვის მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას კურორტის ამინდის, სასტუმროების თუ სხვა თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ. Live კამერები კი ერთ-ერთ საკაბელო არხზე იქნება გაშვებული და გუდაურის ამინდის ნახვა სახლში, პირდაპირ ტელევიზორის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ყველაზე დიდი ნოვაცია კი, ბილეთებთან დაკავშირებით გელით. ახალი სეზონიდან დამსხვენებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გუდაურსა თუ ბაკურიანში ერთიდაიგივე აბონიმენტით ისარგებლობლონ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ზამთრის კურორტებთნაც, რომლის შემდეგაც, აბონიმენტის გამოყენება საქართველოს და აზერბაიჯანის ზამთრის კურორტებზე ერთნაირად იქნება შესაძლებელი. სიახლეები ელოდებათ გრძელვადიან სტუმრებს დამატებითი განთავსების საშუალებების მხრივაც.
სანდრო ონოფრიშვილი („მთის კურორტების განვითარების“ კომპანიის ხელმძღვანელი): „ გუდაურში ამჟამად დასრულებულია სარემონტო სამუშაოები, ყველა საბაგირო და სპეც. ტექნიკა მწყობრშია. ამ წუთას გათოვლიანების მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ალბათ 5 დეკემბერს დამთავრდება და შემდეგ უკვე დაიწყება გათოვლიანება. ყველა ტრასა შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც უნდა იყოს მაღლი ხარისხის კურორტზე. ბილეთის ფასი წელსაც იგივე რჩება. ასევე, სასტუმროებისთვის და ტუროპერატორებისთვის ჩვენ გვაქვს აქცია გამოცხადებული. მათ შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ და ვიზიტორებს განახლებული პაკეტები შესთვაზონ. ჩვენს სააგენტოს ივლისიდან გადმოეცა დიდველის გაკეთებაც. შესაბამისად, ბაკურიანშიც სეზონი დეკემბრის ბოლოს გაიხსნება. ბაკურიანში გაადმოგვეცა კინოტეატრიც, რომელსაც ახლა ვარემონტებთ და ვაყენებთ შიგნით 3D აპარატურას. როგორც თბილისის კინოთატრებში იქნება ახალი ფილმების პრემიერა, ისე იქნება ბაკურიანშიც“.
სანამ დამსველებელი ამ ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავს და ისიამოვნებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გუდაურში სეზონის გრანდიოზული გახსნისთვის ემზადება. 20 დეკემბერს, 12 საათიდან 22 საათამდე სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის, შეჯიბრი კამერებით დაშვებაში, ფეინთბოლში, ტრასაზე ფერადი ბოლით დაშვება, ცეცხლოვანი შოუ და სხვა. პირველად, გუდაურში სეზონის გახსნას ფესტივალის სახე მიეცემა და მთელი დღის განმავლობაში DJ-ები დაუკრავენ. ივენთის ფარგლებში, თბილისიდან და ქუთაისიდან უფასო ავტობუსები დაინიშნება.
თათია ჩიკვაიძე (ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე): „წელს ყველაზე მასშტაბური სეზონის გახსნის ცერემონიას ვგეგმავთ და ბევრი სიურპრიზი და სიახლე გვექნება. უფრო განსხვავებული გასართობი ღონისძიებები გაიმართება, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის. ხელოვნური გათოვლიანების საშუალებით კი, ამინდი ვეღარასდროს შეგვიშლის ხელს. დეკემბრის ბოლოს ვგეგმავთ გასვლით ღონიძებებს, ასევე ბაკურიანსა და მესტიაში“.
ეს სტატია თავდაპირველად დაიწერა Prime Time News–ს ვებ–გვერდზე.
ამ სტატიის რედაქტირება განხორციელდა. სტატიაში ნახსენებია რომ უფასო ავტობუსები გორიდანაც რაც არასწორია. უფასო ავტობუსები ქუთიაისიდან დაინიშნება.