ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე მისვლა კომფორტულად იქნება შესაძლებელი
30 მაისი, 2018

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გზის საფარის აღდგენითი სამუშაო, მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდება გზის ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნები,  მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოს დასრულების შემდეგ, გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე მისვლა  შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

www.travelingeoria.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.