გუდაურში ე.წ ,,გადასახედი“-ს მონუმენტის სრული რეაბილიტაცია 30 ნოემბერს დასრულდება. შედეგად, სწორედ მაგ პერიოდიდან ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული ,,გადასახედი“ დახვდებათ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა.
როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ზილინაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, ობიექტის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „უნივერსალ ტრეიდინგ ჯორჯია“ ახორციელებს. გუდაურის სარეკრეაციო ზონაში მდებარე მშვიდობის მონუმენტის რენოვაციისა და რეაბილიტაციის პროექტი კომპანია Saxon-მა Idaaf Architects -სთან თანამშრომლობით შეასრულა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტზე ჯამში 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო პროცესი
როგორი იქნება განახლებული გადასახედი
ავტორი: სოფო ქსოვრელი