სასტუმრო Quadrum-ი ფართოვდება. სასტუმრო გუდაურში მდებარეობს და ის ხის კონტეინტერებისგან არის დამზადებული. პროექტის ფარგლებში 14 ახალი ნომერი მოეწყობა და შემოდგომიდან სასტუმრო უკვე 24-ნომრიანი გახდება.
პროექტის გაფართოებაში სასტუმროს მენჯემენტი 2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, განახლებული კონცეფციის ფლიგელის მშენებლობა კი მაისში დაიწყება.
როგორც „კომერსანტი“ წერს, სასტუმრო მომხმარებლებს დამატებით 700 კვადრატულ მეტრზე უკვე არსებულისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის, ქვისგან აგებულ კორპუსს შესთავაზებს. რაც შეეხება ნომრების მოწყობას, ის არსებულზე მაღალი კლასის, უფრო დიდი და კომფორტული იქნება.
ახალ სივრცეში წარმოდგენილი იქნება, დახურული აუზი, საუნა, იოგას დარბაზი, საკონფერენციო და რესტორანი.
გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ს ეკონომიკის სამინისტრომ მიწა აუქციონის წესის გარეშე გადასცა. სასტუმრომ მიწა 80 000 ლარად იყიდა.
ხის კონტეინერებისგან დამზადებული სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის თებერვალში გაიხსნა. პროექტის განხორციელება დაახლოებით 1,7 მლნ ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 600 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე 20 კონტეინერია განთავსებული. ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.
www.travelingeorgia.ge