ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შპს Traveler.ge-ს დამფუძნებელი გუდაურში სნოუბორდის ფორმის სასტუმრო-რესტორანს აშენებს
17 მაისი, 2019

გუდაურში სასტუმროსა და 29 კოტეჯებისგან შემდგარი სასტუმრო კომპლექსი 2022 წლისთვის დასრულდება.  დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრზე წარმოდგენილი კომპლექსის სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი იქნება. როგორც იდეის ავტორი შპს Traveler.ge-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი შალვა ბოლოთაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს სასტუმროს ბოლო სართულზე წარმოდგენილი რესტორანი სნოუბორდის ფორმის იქნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. სასტუმროს პროექტის ღირებულება 1,5 მილიონი აშშ დოლარია

„2500 კვადრატულ მეტრი მოიცავს 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ბლოკს თავისი რესტორანით და მეორე მხარეს იქნება კოტეჯების ბლოკი. აღნიშნული სასტუმრო იქნება დერეფნული სისტემით წარმოდგენილი, ექნება აუზი, რომელიც ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით ზამთარში დახურული და ზაფხულში ღია იქნება. კომპლექსს ექნება ავტოფარეხი, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო დარბაზი, რომელიც ხედს გადაჰყურებს. სასტუმრო იქნება გამორჩეული იმით, რომ სასტუმროს თავზე ორიგინალური, სნოუბორდის ფორმის შემინული რესტორანი იქნება.

რაც შეეხება კოტეჯებს, სტრუქტურა ჩამოყალიბების პროცესშია და სასტუმროს სახელთან ერთად გახდება ცნობილი, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 11 ორადგილიანი, 8 სამადგილიანი, 5 ოთხადგილიანი და 5 სამოთახიანი კოტეჯი. სულ წარმოდგენილია 29 კოტეჯი ერთ კომპლექსში. სასტუმროს ექპოლატაციაში შესვლა 10 დეკემბერს იგეგმება,“ – აცხადებს შალვა ბოლოთაშვილი „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

გუდაურის სასტუმრო კომპლექსის პროექტი არქიტექტორ ოთარ მხეიძეს ეკუთვნის. ინოვაციური სასტუმროს ბლოკი კარგად ითავსებს სნოუბორდის ფორმის რესტორანს 360-გრადუსიანი პანორამით მთებზე, დედაენის მწვერვალზე, ჭაუხებზე და ლომისას სალოცავზე.  

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.