გუდაურში თხილამურებით და პარაგლაიდერით - Euronews-ზე კურორტის შესახებ სიუჟეტი გავიდა
როგორია გუდაურში თხილამურებით სრიალი, როგორია გამოსცადო ექსტრემალური პარაგლაიდერი და რა შეგრძნებაა გადმოხედო ზემოდან კურორტს Euronews-ის ჟურნალისტმა საკუთარ თავზე გამოსცადა.
Euronews-ზე გუდაურის ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი ხარისხის თოვლის საფარს და სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას.
გუდაურის შესახებ რეპორტაჟი Euronews-ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გუდაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ანტიკრიზისული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი სწორედ Euronews-ზე გუდაურის შესახებ რეპორტაჟის მომზადებაა, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე კურორტის იმიჯის ამაღლება.
„Euronews-ზე დამზადებული სიუჟეტი გუდაურის შესახებ მილიონობით ადამიანმა ნახა და ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუთხარით, თუ როგორი სამთო-სათხილამურო კურორტი გვაქვს, ამავდროულად ეს რეპორტაჟი გამოყენებული იქნება 2018/19 წლების ზამთრის კამპანიებისთვის.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
www.travelingeorgia.ge