ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების უახლესი სისტემა დამონტაჟდება
21 აგვისტო, 2018

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სისტემას მსოფლიოში ცნობილი იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ დაამონტაჟებს.

ამასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ხელშეკრულება „ტექნო ალპინთან“ უკვე გააფორმა.

სისტემა გუდაურში, მეორე სათხილამურო გზაზე დამონტაჟდება და ექსპლუატაციაში 2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე შევა.

„ტექნო ალპინი“ ბაზარზე 1990 წლიდან მუშაობს და გათოვლიანების სისტემა 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს დამონტაჟებული.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.