გუდაურში ხელოვნური ტბა მოეწყობა, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარი გამოიყოფა.
Galt&Taggart-ის ცნობით, ტბა გამოყენებული იქნება ხელოვნური გათოვლიანების სისტემისთვის, რომელიც სეზონის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.
მთლიანობაში 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, კობი-გუდაურის პროექტისთვის 60 მლნ ლარი გამოიყოფა.
აღსანიშნავია, რომ კობი-გუდაურის 7.5 კმ-იანი საბაგირო, რომელიც გუდაურს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს დააკავშირებს ერთმანეთთან, 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge