„გურამიშვილის მარანი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს „აისვაინს“ გამოიტანს. კომპანიაში ამბობენ, რომ „აისვაინი“ უგემრიელესი და ყველაზე განსაკუთრებული ხაზია.
„გურამიშვილის მარანმა“ „აისვაინი“ განსაკუთრებულად შეზღუდული რაოდენობით ჩამოისხა.
კომპანიამ განმარტავე, რომ „აისვაინი“ ლუქს კლასის ღვინოა. მისი წარმოების მთავარი სირთულე ღვინის დაყენების სპეციფიკური ტექნოლოგიაა – "აისვანი" ვაზზე შეყინული ყურძნისაგან იწურება, რომლის მარცვალებსაც იანვარში კრეფენ, როცა ტემპერატურა -8°C -მდე ეცემა.
„გურამიშვილი მარანი“ „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ ქვებრენდია. კომპანიამ რამდენიმე წლის წინ მივიწყებული, ქართული ვაზის ჯიშების აღდგენა და შემდგომ ღვინის წარმოება. ,,კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ აღადგინა უნიკალური ყურძნის ჯიშები ილია ჭავჭავაძისეული ვენახებიდან, რომელთა მეშვეობითაც დღესდღეობით აქტიურად ამზადებს სხვადასხვა სახის ღვინოს ისტორიულ ,,გურამიშვილის მარანში“. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობას“ პროდუქცია გააქვს ევროპის, აზიისა და დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე, ფლობს ISO 22000-ის სტანდარტების შესაბამის ღვინის ქარხნებს ველისციხეში, მანავში, პატარძეულში, საგურამოსა და ქედაში. ისტორიულ ღვინის მარნებს - ,,გურამიშვილის მარანსა“ და ,,ველისციხის ვერანდას“. საბრენდე სპირტის ქარხანას- ველისცხეში და ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ქედასა და ჩოხატაურში.
www.travelingeorgia.ge