ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში კულინარიის სკოლა იქმნება
30 მაისი, 2019

გურჯაანში კულინარიის სკოლა იქმნება, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება.როგორც bm.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა, კულინარიის სკოლის მშენებლობაში ჯამში 10 მლნ-ი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო 2021 წლის შემოდგომაზე სკოლა სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

კულინარიის სკოლა ჯამში, 500 სტუდენტზე იქნება გათვლილი და ძირითადად, მეღვინეობა-მევენახეობის, ასევე კულინარიის შესწავლაზე იქნება ორიენტირებული, რომელიც საერთაშორისო დონის სერტიფიკატს გასცემს.

“ბასკებთან გვაქვს ხშირი კონტაქტი, რადგან კულინარიის მიმართულებით ძლიერები არიან და ამ გამოცდილების გაზიარება გვინდა. ჩამოვლენ და დაგვეხმარებიან. გურჯაანის რეგიონი იმიტომ შეირჩა, რომ ეს მეღვინეობის და კულინარიის ცენტრია”, – განაცხადა სონღულაშვილმა.

კულინარიის სკოლის სტუდენტები შეიძენენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას, სადაც იქნება როგორც 4–წლიანი სასწავლო კურსი, ისე – რამდენიმეთვიანი.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.