ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში 13 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება
17 სექტემბერი, 2018

გურჯაანი ღვინის ფესტივალს 13 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალზე წარდგენილი იქნება გლეხის ქვევრში დაყენებული ღვინო, ასევე დიდი და მცირე მარნების 100-ზე მეტი სხვადასხვა სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები ტრადიციულ კერძებთან ერთად.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც საუკეთესო კახური, ასევე საქართველოს სხვა კუთხეების ღვინოები. სტუმრები ფესტივალზე მათთვის სასურველი ღვინის შეძენასაც შეძლებენ და ხელმისაწვდომ ფასად.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; გაიმართება სახალისო შეჯიბრება და გათამაშება, სადაც სტუმრებს აქვთ შანსი მოიგონ გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიერ დაწესებული საჩუქრები.

ფესტვალზე მოწყობილი იქნება საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; გაიმართება კონცერტი. სტუმრებს შესაძლებლობა ექნბათ მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.