ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში ბასკეთის გასტრონომიული აკადემია 2024 წელს გაიხსნება
01 ივნისი, 2022

გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის და ბასკეთის კულინარიული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით,  გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება, რომელშიც დაახლოებით 17 მლნ ლარი დაიხარჯება. 

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით.

პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მერაბ ჩხენკელის შეფასებით, პროფესიული განათლების სფეროში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან უცხოეთის წამყვანი სპეციალისტები.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის შეფასებით, ბასკეთის აკადემიის შექმნა ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი მიზიუდლობის ცენტრი ტურიზმისთვის.

„პროექტის განხორციელებით საქართველოს აძლევს შესაძლებლობას აღმოჩნდეს გასტრონომიულ რუკაზე,რაც  რეგიონში  დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის,“-აცხადებს სონღულაშვილი.

კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემია პირველ სტუდენტებს 2024 წელს მიიღებს.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.