ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში გასტრონომიული სკოლის გახსნა 2023 წელს იგეგმება
01 ივლისი, 2022

გურჯაანში გასტრონომიული სკოლა შენდება, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება. 

როგორც "ბიზნესპარტნიორს" გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ განუცხადა, სკოლა კავკასიის უნივერსიტეტსა და ბასკეთის კულინარიის ცენტრთან ერთად დაფუძნდება. 

"სკოლის მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. ეს სკოლა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მსოფლიოში ასეთი სულ 3 სკოლაა, მათ შორის ერთ-ერთია ბასკეთის კულინარიული ცენტრი", - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.

გასტრონომიული სკოლა გურჯაანში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე შენდება. სკოლა საერთაშორისო დონის იქნება და ადგილობრივი სტუნდეტების გარდა უცხოელ სტუდენტებსაც მიიღებს. ჯამში იგეგმება 500 სტუდენტის მიღება ხუთსართულიან შენობაში ერთი სართული პანსიონისთვის იქნება გათვლილი, სადაც სტუდენტებს დარჩენის შესაძლებლობა მიეცემათ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.