ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში ღვინის ფესტივალზე ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება
11 ოქტომბერი, 2018

13 ოქტომბერს, გურჯაანში, „ახტალაში“ ღვინის ფესტივალი გაიმარტება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალს დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი. 

ფესტივალზე წარდგენილი იქნება გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს, ტრადიციულ კერძებთან ერთად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც კახური, ასევე საქართველოს სხვა კუთხეების ღვინოები და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში;

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე კონცერტი ქართული პოლიფონიური სიმღერებით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებსა და გათამაშებაში და მოიგონ სპეციალური საჩუქრები;

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.