გურჯაანში მეღვინეობა-მევენახეობის უნივერსიტეტი აშენდება.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, უნივერსიტეტი მოიცავს ღვინის ლაბორატორიას, ღვინის მცირე წარმოებასა და სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს.
"ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ისწავლიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები. ჩატარდება არაერთი კვლევა მეღვინეობა- მევენახეობის მიმართულებით, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სტატსუსს სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანს. როგორც ხელმძღვანელობა მეუბნება, 2020 წლისთვის უკვე მზად იქნებიან სტუდენტების მისაღებად,” - დავით სონღულაშვილი.
სტუდენტები პროფესიული და საბაკალავრო პროგრამების ცოდნას, კვალიფიციური, მათ შორის უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისგან მიიღებენ.
უნივერსიტეტი თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რომლის მაკეტიც კავკასიის უნივერსიტეტმა მოამზადა.