გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ღვინის მარნის და საოჯახო ტიპის სასტუმრო “შატო ხარიტონას“ გაიხსნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ტიპის მარნების და საოჯახო სასტომროების გახსნა მნიშვნელოვანია.
„ ტურისტები აქ გაეცნობენიან ქართულ კულტურას, დააგემოვნებენ კახურ, ქვევრის ღვინოს და ქართულ კერძებს. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ობიექტი გაიხსნას, რათა გურჯაანი მიმზიდველი გახდეს როგორც შიდა ასე უცხოელი ვიზიტორებითვის. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ეს ხდება ჩემს სოფელში, ვეჯინში”, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.
ხარიტონაშვილების ოჯახის „შატო ხარიტონას“ გახსნას უცხოელი სტუმრები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოში მოქმედი ტურ ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
www.travelingeorgia.ge