ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს
20 ივლისი, 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს.

საწარმო ყურძენს როგორც საკუთარი ვენახებიდან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს.

კომპანია პროექტის განხორციელებაზე 2,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიამ, სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 729 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე, საინვესტიციო პირობებით, 84 000 ლარად იყიდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.